რას ნიშნავს იყო საერთაშორისო სტუდენტი


დღევანდელი “რას ნიშნავს იყო…” რუბრიკის სტუმარი Idah Timothy Abah-ია.

1506482_722940777766061_4152257336733856243_n

Idah Timothy Abah

მოკლედ Idah Timothy Abah-ის შესახებ: მას ქუთაისში იცნობენ როგორც ტიმ იდაშვილს. დაიბადა და გაიზარდა ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოში კერძოდ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძო. უკვე წელიწადი და 9 თვეა, რაც აქ იმყოფება და კვლავ 4 წელი იცხოვრებს და ისწავლის საქართველოში.

უნივერსისტეტის დასრულების შემდეგ გეგმავს მშობლიურ ქალაქ აბუჯაში დაბრუნებას, მუშაობის დაწყებას. გარდა ამისა მის სამომავლო გეგმაში შედის ნიგერიის მთავრობასთნ ბრძოლა და ღარიბების დახმარება.

წერის პროცესშიც ვფიქრობდი, ეს პოსტი ინგლისურად ხომ არ დამეწერათქო. ყველას უნდა და მოსწონს, როდესაც საკუთარ შეხედულებებს კითხულობენ ამა თუ იმ ვებ-საიტზე, ბლოგზე, გაზეთში თუ ა.შ. მაგრამ ვინაიდან, მაინც ჩემი ბლოგი ქართულ ენოვან ხალხზეა გათვლილი და ინგლისურად არც თუ ისე გამართულად დავწერდი, გადავწვიტე თარგმანი პირადად მისთვის მიმეწერა, ხოლო პოსტი ქართულ ენაზე დამედო.

დღეს ყველას უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტი. მათ შორის მეც დიდი სიამოვნებით ჩავაბარებდი დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ამერიკის უნივერსიტეტებში. თუ საჭირო იქნებოდა ჯერ კოლეჯსაც გავივლიდი და შემდეგ შევეცდებოდი საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარებას. ყველას აქვს თავისი კრიტერიუმი, რის გამოც ირჩევენ ამა თუ იმ ქვეყანის უნივერსიტეტში სწავლას. გაოცებული ვიყავი, როცა ტიმმა საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების მიზეზი მითხრა. სტუმართმოყვარეობა – ეს ის მიზეზია, რის გამოც ტიმმა საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. კაცია და ბუნებაო, რომ იტყვიან, თორე მე ნამდვილად არ მოვძებნიდი (არ ვეძებ) უნივერსიტეტს ქვეყნის “სტუმრათმოყავრეობის” გამო.

სამწუხაროა, რომ დღეს ადგილობრივ დონეზე ვერ ხერხდება ევროპული განათლების მიღება. ეს იმ ევროპულ განათლებაზე მაქვს საუბარი, რომელსაც სამსახურის დაწყებისთვის გთხოვენ. უმეტეს წილად “ევროპული განათლების” მოცემის პრობლემა სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვს. მაგალითად აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლის დროს სურვილი მქონდა გაქცევის. ეს სურვილი კი გამოწვეული იყო საგნების არადამაკმაყოფილებლად მოწოდებისგან, კვალიფიკაციური კადრის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური ლექციებისგან, გამოცდების ჩაბარების სისტემის არარსებობასთან და სხვა ბევრ მიზეზთან. დავამთავრე უნივერსიტეტი და მისგან მხოლოდ დიპლომი გამომყვა. ცოდნაზე კი რა გითხრათ. უმადურიც არ ვინქები და დადებითსაც აღვნიშნავ ე.წ. აწსუ-ში სწავლამ გამოცდილება შემძინა და შეფასების უნარი დამიხვეწა. დიახ, იქ გატარებულმა 4-მა წელმა დამხვეწა და გემოვნება ჩამომიყალიბა. ახლა ზუსტად ვიცი რა და როგორი არ მინდა. (პ.ს. ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაკულტეტს ეხება.)

გარდა ამისა საზღვრებს მიღმა განათლების მიღება მოდადა ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ არის. სხვა ქვეყნის დიპლომს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარი ქვეყნისას. ამის მაგალითი ტიმიც არის. ის განათლების მისაღებად ნიგერიიდან საქართველში ჩამოვიდა. საქართველოდან კი ცდილობენ სხვა ქვეყანაში წავიდნენ. მიგრირებული სტუდენტები – ეს დიდი და მტკივნეული პრობლემაა.

მედალს ორი მხარე აქვს.

საერთაშორისო სუდენტის სტატუსის ტარებას, რაც არ უნდა კარგი და აწყობილი სასწავლო სისტემა გქონეს საკუთარ სახელმწიფოში, მაინც არაფერი სჯობია. მიდიხარ უცხო ქვეყანაში. იწყებ დამოუკიდებლად ცხოვრებას. იღებ განათლებას. ეუფლები ენებს. ეცნობი უცხო ქვეყნის კულტურას. გრძნობ ნამდვილ სტუდენტურ ცხოვრებას. ერთვები იმ ქვეყნის ყოველდღიურობაში. იძენ კონტაქტებს. იხვეწები და წლების შემდეგ წელგამართული ბრუნდები საკუთარ სამშობლოში ან არ ბრუნდები. დღეს სწორედ  Idah Timothy Abah-ი იგივე ტიმ იდაშვილი უპასუხებს “Saddle-bag”-ის კითხვას:

რას ნიშნავს იყო საერთაშორისო სტუდენტი?

10153019_706542269405912_326273708_n“იყო საერთაშორისო სტუდენტი ძალიან მრავალმიშვნელოვანია: რამდენ ენაზე საუბრობ, რომელი ქვეყნიდან ხარ და როგორ წარმოაჩენ შენს ქვეყანას. საერთშორისო სტუდენტის სტატუსი გულისხმობს ასევე მსოფლიოსადმი გახსნილობას.

“To be an international student is to be open to the world,”- ალბათ დამეთანხმებით იმაში რასაც ახლა ვიტყვი: ჩვენ ვართ მომავლის ადამინები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ამაყად დაიცავენ, რაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის. იმაზე კარგს გახდის ვიდრე დღეს არის.

ადამიანის გონებაგახსნილობა თავისთავად გულისხმობს საუბრობდე სხვდასხვა ენებზე, რაც სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან ურთითობის აუცილებელი პირობაა და აგრეთვე ეს ყველაფერი ჩვენი საერთაშორისო მომავალის საწინდარია. აქ მცხოვრების უმრავლესობა საუბრობს რუსულად და ქართულად. უამრავი ადამიანისთვის ეს ენები (განსაკუთრებით ქართული) არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამით ისინი გვამზადებენ ჩვენ საერთაშორისო მომავლისთვის. მე ვლაპარაკობ ქართულად, ინგლისურად და ვსწავლობ არაბულ და ფრანგულს ენებს – ეს ჩემს მომავალ ცხოვრებას უფრო მშვიდს გახდის, მიუხედავად იმისა მეცოდიენაბ თუ არა რა პროფესიას დავეუფლები და როგორი სამსახური მექნება. მე მიყვარს სხვადასხვა ენაზე საუბარი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან. ეს მეხმარება გავიაზრო ენების ცოდნის მნიშვნელობა. ენას არა მხოლოდ სწავლობ, არამედ მას საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობისას პრაქტიკაში იყენებ.

ენების ცოდნა არ არის ერთადერთი რამ, რაც განსაზღვრავს ჩვენს დღეებს, მაგრამ ენების ცოდნა იძლევა საშუალებას გაეცნო და გააცნო შენი ქვეყანა სხვა სტუდენტებს. მე მინდა ვიცოდე ბევრი სხვა ქვეყნისა და მათი კულტურის შესახებ. მე მინდა, რაც მთავარია, ვიყო ცივილიზებული სამყაროს საერთაშორისო მოქალაქე.

მე როგორც ნიგერიელმა, მინდა ჩემი ქვეყნის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ნიგერია იმაზე გაცილებით უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე ამას საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემენ.

საერთაშორისო საზოგადოების წევრობისთვის საერთაშორისო სტუდენტის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სხვისი პატივისცემა და ადამინის ისეთად მიღება როგორიც ის არის, მხოლოდ ასე შევძლებთ ერთად საერთაშორისო საზოგადოების შექმნას.

ღმერთმა დალოცოს ნიგერია და საქართველო.”

მიუხედავად იმ ინდივიდუალური მიზეზებისა რის გამოც განათლების მისაღებად ვირჩევთ ამა თუ იმ ქვეყანის უნიევრისტეტს, მაინც რჩება ერთი ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის საერთო მიზეზი – ადაიანის ისეთად მიღება, როგორიც არის ის და პატივისცემა.

P.S. შეგახსენებთ, რომ “რას ნიშავს იყო…” რუბრიკას ყოველთვის განსხვევბული სტატუსის მქონე სტუმარი ეყოლება. თითოული მათგანი უპასუხებს კითხვას, რომელიც სწორედ რუბრიკის სახელიდან გამომდინარეობს. ადევნეთ თვალი “Saddle-bag”-ის ბლოგს და გაიგეთ მათი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხებზე.

About saddlebag1

სახელწოდება “Saddle-bag” ქართულად ითარგმნება როგორც “ხურჯინი”. ეს ხურჯინი ყოველთვის სავსე იქნება სხვადასხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით.
This entry was posted in რას ნიშნავს იყო... and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment