მინისტრთა კაბინეტისგან მილოცვის მიღმა დარჩენილი ქუთაისი


🌼 ორმაისობა ქუთაისისთვის ტრადიციული დღესასწაულია. ამ დღეს “გვირილობასა” და “ქუთაისქალაქობასაც” უწოდებენ.

ამ სახალხო დღესასწაულის განმავლობაში წელს პირველად ქუთაისი მინისტრთა კაბინეტისგან მილოცვების გარეშე დარჩა.

e9581708455f019cff55c757b2f36ccd

ფოტო: “ქუთაისიპოსტი”

წლებია ქალაქი 2 მაისს სხვადასხვა სახის კულტურილი, გასართობი და სპორტული ღონისიებებით აღნიშნავს. ამ დღეს ქუთაისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სტუმრობენ. სტუმრებს შორის ყოველთვის არის დიპლომატიური კორპუსიც. აღსანიშნავა ის ფაქტიც, რომელ წელს წინა წლებთან შედარებით განსხვავებული აქტივობებიც იყო. მაგალითად მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფემინისტების პავილიონი, ქართველი ცნობილი მწერალი ქალების ფემინისტური პერფომანსი; პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიტერატურული პავილიონი – სახელოსნო 5 ცნობილი ქართველი მწერლის მონაწილეობით და სხვა.

წელს ერთი რამ, რაც ყველა ადგილობრივის თვალს დააკლდა ეს იყო სტუმრები მინისტრთა კაბინეტიდან, ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ყოველდღიურად ტელევიზორიდან გვესაურებიან. არცერთი მინისტრი და  არცერთი პოლიტიკური ფიგურა არამცთუ იყო ქუთაისში, არამედ არც კი მოულოცავთ. ერთი პოსტიც კი არ მიუძღვნეს ქუთაისს საკუთარ ჰიპერ აქტიურ facebook გვერდზეც კი.

🕵️‍♀️ როგორ აფასებენ ადგილობრივები (დაქლიქეთ და იხილეთ ვიდეო).

 “როდესაც ასეთი ღონისძიებები ტარდება, თბილისში თუ სხვა ქალაქში ულოცავენ და ქუთაისი არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, უნდა მოელოცათ”;

 “ქუთაისი ყოველგვარ სიკეთეს იმსახურებს, მაგრამ ყოველთვის ავიწყდებათ ზემოთ მდგომ ხალხს”;

 “ასეთი იგნორირება და ყურადღების გარეშე დატოვება მაპატიეთ და უზრდელობაა”;

გულისწყვეტა, გაბრაზება, უიმედობა, მწარე იუმორი – ეს ის განცდებია, რომელიც ამ ფაქტის შეფასებისას ადგილობრივები თავის სათქმელში აქსოვენ.

ქუთაისქალაქობა, ორმაისობა, გვირილობა – ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული დღეა. ბედნიერებით, ხალისით, პოზიტივით სავსე ადამიანები ერთმაენთს ღიმილს ჩუქნიან, სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ და ქალაქს დადებითი ემოციებით ავსებენ.

მე მიყვარს ჩემი ქუთაისი.

 

 

About saddlebag1

სახელწოდება “Saddle-bag” ქართულად ითარგმნება როგორც “ხურჯინი”. ეს ხურჯინი ყოველთვის სავსე იქნება სხვადასხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით.
This entry was posted in კადრს მიღმა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment