რას ნიშნავს იყო სტუმარი ქუთაისში 22 წლის შემდეგ


დღევანდელი  „რას ნიშნავს იყო…“ რუბრიკის სტუმარი სოჭიდან ქუთაისში სტუმრად ჩამოსული 55 წლის მურად ჟორჟოლიანია.

10621114_271115739755350_1798335760_nცოტა რამ მურად ჟორჟოლიანის შესახებ: დაიბადა და გაიზარდა ქალაქ სოჭში. ჰყავს 2 შვილი და ქართველი ცოლი. დაამთავრა სოჭში არსებული ქართული სკოლა, სადაც მურადის მამა მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლიდა. მიუხედავად ქართული ენის პედაგოგის ოჯახში ყოფნისა მურად ჟორჟოლიანის სახლში დღეს ქართულად იშვიათად საუბრობენ. ის ამჟამად სოჭში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მენეჯერდ მუშაობს.

22 წლის პაუზის შემდეგ ის კვლავ ქუთაისს, დიდიხნის უნახავ ქალაქსა და ნათესავებს ესტუმრა. რამდენიმე დღით მამიდის ოჯახს შეაფარა თავი.

მურმან ჟორჟოლიანის თქმით ის მშენებელია და არა მწერალი, თუმცა მან სოჭში წასვლამდე მაინც უპასუხა „saddle-bag“-ის კითხვას:

რას ნიშნავს იყო სტუმარი ქუთაისში 22 წლის შემდეგ?

დაბრუნება 22 წლის შემდეგ ისევე არარეალურად ჟღერდა ჩემთვის, როგორც რუსეთი პუტუნის გარეშე. და მე  მაინც დავბრუნდი: დავბრუნდი ჩემს შეცვლილ, ქარიან ქუთაისში, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი მშობლიური ქალაქი და მაინც ისე მიყვარდა, როგორც სოჭი. მიყვარდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვერასოდეს ვიცხოვრებდი აქ. ვერც ახლა ვიცხოვრებ, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩემი არ არის.

10581092_271115753088682_401367022_n22 წლის წინ მე ცივი, ქარიანი ქუთაისი ნოემბრის ერთ წვიმიან დღეს დავტოვე და მას შემდეგ ვოცნებობდი მატარებელზე, რომელიც სოჭიდან პირდაპირ აქ ჩამომიყვანდა. ვპირდებოდი ჩემ პატარა გოგონებს, რომ ერთ დღესაც ისინიც შეძლებდნენ და ნახავდნენ ქალაქს, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში სავსე იყო მტვერით, მჭვარტლით და ქარხნის მილებიდან გამონაბოლქვით.

22 წლის შემდეგ კი აქ სხვანაირადაა ყველაფერი – ცისფერსახურავიანი ბაგრატის ტაძარი ჩემი ახალგაზრდობის ნანგრევების ნაცვლად; გრანდიოზული საოპერო შენობა ქალაქის ცენტრში; ხალხით სავსე მწვანე პალმებიანი ბულვარი; თეატრი, სადაც წლების წინ ერთ კაცსაც ვერ ნახავდით, დღეს – ახალგაზრდა მაყურებლითაა სავსე და უამრავი რესტორანი, რასაც ჩემს ყმაწვილკაცობაში იშვიათად თუ შეხვდებოდა კაცი. მიუხედავა იმისა, რომ ქუთაისლებს არც სამუშაო აქვთ, არც ნორმალური პირობები, ყოველთვის სცალიათ იმისათვის, რომ რესტორანში საღამოს მეგობრებთან ერთად მოკალათდნენ და ქართულად გაშალონ პურმარილი, მერე კარგად მაძღრებმა და გამომთვრალება, ცოლებს და შვილებს წაუყენონ პრეტენზიები სახლში. მოკლედ, იცვლება დრო, არ იცვლება ქართველი კაცი – ისინი ისევ იმედით უყურებენ რომელიმე ახალ მთავრობას და ჰგონიათ, რომ პრეზიდენტები  იმისთვის არსებობენ, რომ ხალხს საკუთარი ჯიბიდან  მისცენ ფული. კამათობენ პოლიტიკაზე, სპორტზე (მგონი ეს უკანასკნელი საქართველოში თითქმის არ არსებობს რამდენიმე სახეობას თუ არ ჩავთვლით), არასოდეს საუბრობენ კულტურაზე და ჩვეულებრივი ხალხის პრობლემებზე.

22 წლის შემდეგ მე დავბრუნდი ქალაქში, რომელიც დღეს კიდევ უფრო უცხოა ჩემთვის, ვიდრე 22 წლის წინ იყო. ერთადერთი, რაც აქ არ შეიცვალა, ის ხალხია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს: ბიძაშვილები, მათი შვილები, ბიძები და მამიდა.“

მურად ჟორჟოლიანისთვის ქუთაისი უფრო და უფრო უცხოვდება; აი, ჩემთვის და ალბათ ჩემი თანატოლებისთვისაც კი სოჭი ყოველთვის უცხო იყო და ასეც დარჩება.

სოჭის ხსენებაზე მხოლოდ წლების წინ, ღრმა ბავშობაში, ისტორიის წიგნიდან ამოკითხული თითო ოროლა ფრაზები თუ მახსენდება. მათ შორის არის ერთი ფრაზა, რომელიც თავში დღემდე მიტრიალებს: „ქართველებმა ჯერ დაკარგეს სოჭი, შემდეგ ადლერი, ბოლოს გაგრა და მდინარე ბზიფამდე დაიხიეს უკან“. კონტექსტიდან ამოგლეჯილი რამდენიმე სიტყვაც (საქართველოს მენშევიკური მთავრობა; პარიზის სამშვიდობო კონფერენცია; ბოლშევიკური აჯანყება; გიორგი მაზნიაშვილი;) თავში მიტრიალებს, რომლებსაც ერთმანეთთან ვერა და ვერ ვაკავშირებ. თუმცა, რომ არა ბატონი მურადი ამ თემაზე ალბათ კიდევ დიდი ხანი არ დავფიქრდებოდი და არც წინადადებებისა თუ სიტყვების დაკავშირებაზე ვიფიქრებდი.  

დღეს ალბათ „სოჭს“ უკვე როგორც საკვანძო სიტყვას ისე ვიყენებთ. google-ი კი მხოლოდ ვიკიპედიის ლინკსა და სოჭის ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციას გვიგდებს. ხოლო თუ ლინკიდან ლინკზე გადავალთ სადღაც კვლევის სახელწოდებებსაც მივაგნებთ, რომელიც ესე ჟღერს „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“.

ისევე, როგორც მურად ჟორჟოლიანი წლების შემდეგ კვლავ ესტუმრება ქუთაისს უკვე ოჯახით, ალბათ მეც ასევე წლების შემდეგ ერთხელაც ვესტუმრები სოჭს.

P.S. შეგახსენებთ, რომ “რას ნიშავს იყო…” რუბრიკას ყოველთვის განსხვევბული სტატუსის მქონე სტუმარი ეყოლება. თითოული მათგანი უპასუხებს კითხვას, რომელიც სწორედ რუბრიკის სახელიდან გამომდინარეობს. ადევნეთ თვალი “Saddle-bag”-ის ბლოგს და გაიგეთ მათი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხებზე.

About saddlebag1

სახელწოდება “Saddle-bag” ქართულად ითარგმნება როგორც “ხურჯინი”. ეს ხურჯინი ყოველთვის სავსე იქნება სხვადასხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით.
This entry was posted in რას ნიშნავს იყო... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment