რას ნიშნავს იყო ოპერატორი


საზოგადოებრივი მაუწყებლის, მოამბის ოპერატორი სოფო ბობოხიძე – აი, ვინ არის დღევანდელი “რას ნიშნავს იყო…” რუბრიკის სტუმარი.

ეს მისი არასრული სტატუსი. სრული სტატუსი კი შემდეგნაირად გამოიყურება: ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი – სოფო ბობოხიძე. 

10352208_772867222746029_4411074341408530197_nცოტა რამ მის შესახებ: დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის მეორე კურსიდან მუშაობა დაიწყო ტ/კ მეგა TV-ში. ასევე მუშაობდა ქუთაისის საინფორმაციო ინტერნეტ პორტალისთვის newpress.ge . თანამშრომლობდა ჟურნალ ლიბერალთან. მოკლედ რეზიუმესავით, რომ გავაკეთო სოფო ბობოხიძე წლიდან წლამდე კარიერულად და პროფესიონალურად იზრდებოდა და იხვეწებოდა.

მე მეამაყება ეს ადამიანი, რადგან დღეს თუ რაიმე ცოდნა გააჩნია, მხოლოდ მის თავს უნდა უმადლოდეს და არა უნივერსიტეტს. მაპატიოს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი რამით შეუძლია იამაყოს: არა, იმით, რომ მან გამოზარდა და ასწავლა სოფო ბობოხიძეს ჟურნალისტიკის ხელობა, არამედ იმით, რომ ეს ადამიანი ოდესღაც “წერეთელში” სწავლობდა.

მე მეამაყება ეს ადამიანი, როგორც ქალი ოპერატორი, რადგან მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს არის მაღალი კვალიფიკაციის კადრი, რომელიც რთული მექანიზმის მუშაობას წარმართავს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველგვარი შესავლის, ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გარეშე პირდაპირ სოფო ბობოხიძე უპასუხებს “Saddle-bag”-ის კითხვას:

რას ნიშნავს იყო ოპერატორი?

“იყო ოპერტორი ნიშნავს, გქონდეს ყველა მნიშვნელოვანი კადრი, როცა ხარ გადაღებაზე.

1513691_702699619762790_113411409_nარ ვიცი საიდან დავიწყო,  ძალიან ბევრია სათქმელი. ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნიკა, ვიდეოკამერები, ფოტო კამერები და მსგავსი ნივთები. როდესაც სადღაც წავიდოდი და მნიშვნელოვან ადგილებს ვნახავდი ან მომენტებს დავიჭერდი ძალიან მინდოდა მქონოდა ფოტო კამერა, რომ შემდეგ ჩემი გადაღებული მენახა. რადგან არ მქონდა ვცდილობდი, ის მომენტი კარგად დამემახსოვრებინა და ისე შემეხედა, როგორც ამას აპარატით გავაკეთებდი.

ვიდეო კამერით გადაღება  5 წლის წინ დავიწყე. ჟურნალისტად ვმუშაობდი ადგილობრივ ტელევიზიაში „მეგა–ტვში“. ერთ–ერთმა ჩემმა მეგობარმა და ოპერატორმა დათო სირბილაძემ ჩემი ფოტოები ნახა და მითხრა: „მოდი კამერა დაიჭირე, ვნახოთ რა გამოვაო.“ მითხრა, რომ ჩემი ფოტოები მოწონდა, „ხედვა“ მქონდა და ვიდეო გადაღებაც აუცილებლად გამომივიდოდა. მეც დავუჯერე დათოს და ერთ დღესაც მარტო წავედი გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალიან ვნერვიულობდი რა გამომივიდოდა არ ვიცოდი. ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა. ნახა ჩემი კადრები შენიშვნებიც მომცა, მაგრამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადი იყო. ამის შემდეგ ვუთავსებდი ჟურნალისტობას ოპერატორობას. რა თქმა უნდა,  მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ არ გამიჭირდა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი ერთია, ორივემ უნდა იცოდეს ერთმანეთის საქმე, სხვაგვარად იმას რასაც აკეთებ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ გამოვა კარგი.  

10603427_965841310111063_336097957027239926_n

სოფო ბობოხიძე


როდესაც “დიდი კამერით” ქუჩაში გამოვჩნდი ყველა უცნაურად მიყურებდა, სხვადასხვა რეაქციები ჰქონდათ.  ზოგი მლანძღავდა, ზოგი დამცინოდა, ზოგს ვეცოდებოდი, იმის გამო თუ როგორ ვატარებდი  ამხელა კამერას. იყვნენ დადებითად  განწყობილებიც.  ერთ დღეს გადაღებაზე წავედი დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, სადაც მაშინდელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უნდა მისულიყო.  ბევრი ხალხი, კამერები და ყველა მამრობითი სქესის და მე ერთი გოგო.  მხოლოდ ერთი რამის შემეშინდა, გამოუცდილებისა და არა მათი ძალის ან ენერგიის. ყველგან დავძვრებოდი თან მათ ვუყურებდი, როგორ იღებდნენ,  რა მიმართულებით მიდიოდნენ და მეც იგივეს ვაკეთებდი. მუშაობის სტილს ვსწავლობდი და შემდეგ  კი უკვე ჩემს კადრთან მარტო ვრჩებოდი.

მაშინ  შემამჩნია რუსთავი 2 -ის ქუთაისის ბიუროს მაშინდელმა ოპერატორმა, ახლა იმედის თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ლაშა მდივანმა. ეღიმებოდა, როდესაც კამერით მხედავდა. ლაშამ მასწავლა კამერა. დღითიდღე ვხვდებოდი, რომ თურმე არაფერი არ მცოდნია. დღესაც ყოველდღიურად სწავლის რეჟიმში ვარ.

ვიყო ოპერატორი ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.  არის ძალიან რთული და ამავე დროს ძალიან საყვარელი საქმე. ტელე – ეკრანებიდან მარტივია უყურო და გააკრიტიკო, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რის ფასად გიწევს ამ მასალის მოპოვება ან გადაღება; მაყურებელს ეს ყველაფერი არ აინტერესებ და არც აინტერესებდა.

ძალიან ხშირია როდესაც გვიწევს ისეთ გადაღებებზე სიარული როგორიცაა მკვლელობა, ხანძარი, წყალდიდობა. ხშირად ისევე “მომხვედრია”, როგორც ჩემს კოლეგა მამაკაცებს. კამერა დაუმტვრევიათ, ჩავუკეტივართ, გამოგვკიდებიან, ვულანძღივართ. ხშირად გვიწევს ისეთი რაღაცეების გაკეთება, რაც შეიძლება ვერ წარმოგედგინა; იფიქრებდი, რომ ვერ შევძლებდი ამას, ვერ გავუძლებდი. თუმცა იმ დროს როდესაც შემთხვევის ადგილზე ხარ და კამერას რთავ ყველაფერი გავიწყდება. როდესაც ავარიაა ეკრანებიდან უჭირთ ყურება და მოსმენა, ხოლო წარმოიდგინეთ რა რთულია როდესაც შენ ხარ იქ, შენ იღებ ამ ყველაფერს. იმ დროს ვერაფერს გრძნობ, მაგრამ  როდესაც ასრულებ, კამერას თიშავ და უბრუნდები საწყის მდგომარეობას, მაშინ ინგრევი, როგორც ადამიანი. ეს შენი განცდაა და ამას ვერავინ გაიგებს.

პ.ს იყო ოპერატორი ნიშნავს იყო ჟურნალისტიც, იყო მუდამ ექსტრემალურ სიტუაციაში, იყო მუდამ მოვლენების ეპიცენტრში და აუცილებელია გქონდეს ყველა მნიშვნელოვანი კადრი.”

მასმედია – მეოთხე ხელისუფლებაა და მას სხვა ხელისუფლებებისგან (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო)  განსხვავებით მეტად ახასიათებს ექსტრიმი და ხალხზე გავლენისს მოხდენა. ოპერატორი კი ის ადამიანია, რომლის წყალობითაც კადრი გვესაუბრება.

საღამოს საინფორმაციოს, რომ ჩავუჯდებით, ხოლმე და ვხედავთ ჭიათურიდან, ტყიბულიდან, სვანეთიდან თუ რომელიმე სხვა კუთხიდან  1 წუთიან თუ 3 წუთიან მასალებს გვახსოვდეს, რომ სწორედ ეს ადამიანები, ოპერატორები დარბიან დილიდან დილამდე, 24 საათიან რეჟიმში, რომ გვანახონ (ხილვადი გახადოს ჩვენთვის) ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. დიახ, ქუთაისიდან ჯერ ერთ კუთხეში გარბიან, იქედან მეორეში გადადიან და თუ გაუმართლათ შემდეგ მუშობას ქუთაისშივე აგრძელებენ თუ არა და ასე აგრძელებენ ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილებას და ეს ამდენი მოძრაობა კი სულ რაღაც 1 თუ 3 წუთიანი მასალისთვის. იმისთვის, რომ თქვენ თქვენივე თვალით დაინახოთ, აღიქვათ და შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. სოფო ბობოხიძეც მათ რიცხვშია. მასაც სხვა ოპერატორებივით, გარემო ფაქტორების მიხედვით, უწევს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა და თუ ამ დროის მონაკვეთზე 5-6 საათით ძილის საშუალება მიეცემა ხოლმე ეს უკვე მისთვის დიდი ფუფუნებაა.

გვახსოვდეს, რომ ეს ხალხი, რომლისთვისაც კრიტიკას არასდროს ვიშურებთ, ჩვენი ინფორმირებისთვის მუდმივ გადარბენის რეჟიმში არიან. ეს ხალხი მათი არეული გრაფიკის თუ დამთრგუნველი მოვლენის გადაღების გამო ვინმესგან არასდროს ელოდებიან მადლობის გადახდასა თუ თანაგრძნობის გამოჩენას. მათი მხრიდან ვერასდროს ვერ ვგრძნობთ წუწუნს ამა თუ იმ ფაქტორზე. ისინი უბრალოდ იღებენ კამერას ხელში და “ბრძოლის ველზე” გადიან.

P.S. შეგახსენებთ, რომ “რას ნიშავს იყო…” რუბრიკას ყოველთვის განსხვევბული სტატუსის მქონე სტუმარი ეყოლება. თითოული მათგანი უპასუხებს კითხვას, რომელიც სწორედ რუბრიკის სახელიდან გამომდინარეობს. ადევნეთ თვალი “Saddle-bag”-ის ბლოგს და გაიგეთ მათი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხებზე.

About saddlebag1

სახელწოდება “Saddle-bag” ქართულად ითარგმნება როგორც “ხურჯინი”. ეს ხურჯინი ყოველთვის სავსე იქნება სხვადასხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით.
This entry was posted in რას ნიშნავს იყო... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to რას ნიშნავს იყო ოპერატორი

  1. temo says:

    ძალიან მაგარი გოგოხარ 🙂 ყოჩაღ, წარმატებები უზომოდ ბევრი!

    Like

  2. nana says:

    ფოფო! შენ ჩემი „ტიპშა” გოგო ხარ, თან გოგო-ოპერატორი… მიყვარხარ მე შენ, იმიტომ სწავლა არასდროს გეზარება, შენიშვნის მიღება იცი და რაც მთავარია, იცი ავკარგის გარჩევა… მე მიხარია, რომ ჩემი დიდი „ჟურნალისტური ოჯახის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ხარ…. ვამაყობ შენით და ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ გითქვამს შენი სათქმელი….

    Like

  3. აია იია says:

    სოფო, ნათელში იყოს შენი სული აწ და მარადის, ხოლო ამ წერილის ავტორთან კი, ბოდიში და მაპატიოს, მაგრამ როცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე რამეს იტყვის, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან ეს სოფოს აზრებთან ასოცირდება უ. ყ. სოფოს კი ძალიან უყვარდა მისი მშობლიური სასწავლებელი და ძალიან დიდ პატივს გვცემდა მის აღმზრდელ ლექტორებს

    Like

Leave a comment